“ჩვენ დავიწყეთ კამპანია- კონსტიტუცია ყველასია. დღეს ეს სიტყვები, ეს ლოზუნგი, ეს მოწოდება კიდევ უფრო აქტუალურად ჟღერს. ეს კამპანია არის კონსტიტუციის გადასინჯვის შემადგენელი ნაწილი, სადაც ხალხი თავის აზრებს და იდეებს გამოთქვამს, რათა საკონსტიტუციო კომისიის წევრებმა იცოდნენ, რა უნდა ხალხს. დღეს , როცა კომისია პრაქტიკულად ყველა ოპოზიციურმა პარტიამ დატოვა, ჩვენი კამპანია კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს, გამომდინარე იქიდან, რომ ხალხმა თვითონ უნდა მიაწოდოს იდეები იმ პატივცემულ კონსტიტუციონალისტებს, იურისტებს, ვინც ქმნიან კონსტიტუციას”-განაცხადა პრეზიდენმა გიორგი მარგველაშვილმა ბათუმში, სტუდენტებთან შეხვედრისას. მისი თქმით, კონსტიტუციის ახალ ვარიანტში უგულებელყოფილია ხალხის ნება, რომ აირჩიოს ქვეყნის პრეზიდენტი, ახალ პრეზიდენტს აღარ ექნება ის მცირედი უფლებებიც კი, რაც ახლა აქვს, ქვეყანა კი რჩება მთავარსარდლის გარეშე.

მარგველაშვილმა კონსტიტუციის ახალ ვერსიაში მისი შეხედულებით დადებით მხარეებზეც ილაპარაკა, რაც მდგომარეობს პარლამენტის პროპორციული წესით არჩევაში , თუმცა მისი თქმით ,აქაც არსებობს გაურკვეველი ლოგიკა, როცა თავისუფალ მანდატებს გამარჯვებული პარტია ითვისებს.


დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

loading...