კვატის ბჟიტი ისრიმ-მაყვალში, წიწილა ნიორწყლიან ბაჟეში, ინდაურის ჭუკი ბროწეულში, ლობიო იმერულად ნიგვზიანი აჯიკით, კეცის სისქის ჭადი, თონეში შემწვარი ციკანი და გოჭი, ბროწეულის ბაჟე, მინდვრის ფხალი, ხაჭაპური, ლობიანი, ფხლოვანა და იმერული სამზარეულოს სხვა უგემრიელესი კერძები შეგიძლიათ დააგემოვნოთ უძველესი ქალაქის სევსამორას , იგივე წიწამურის მახლობლად. ჯვრის მონასტის ფერდობის მიმდებარედ,  წიწამური-მცხეთა-თბილისის ცენტრალურ მაგისტრალზე, არაგვის მარცხენა სანაპიროზე მდებარე განახლებულ სარესტორნო კომპლექსში  “სევსამორა”.  
.
 
წარსულში კარგად ნაცნობი რესტორნის,  “მცხეთა”-ს ადგილზე , რომელიც წლების მანძილზე აღარ ფუნქციონირებდა, დღეს “სევსამორამ” დაიდო ბინა . 4 ჰექტარზე გაშენებულ კომპლექსში განთავსებულია ევროპული და ქართული დარბაზები მოცეკვავეთა ანსამბლით და ქართული და ევროპული სიმღერების შემსრულებლებით, კაბინეტები, ვერანდა  და ლაუნჯ ბარი, სადაც საუკეთესო ვისკებს და ჩილიმს შემოგთავაზებენ.
.
ფოსტალიონი “სევსამორას” ერთ-ერთ მფლობელს, გელა უგრეხელიძეს ესაუბრა.
გელა უგრეხელიძე: ანტიკურ წყაროებში მოხსენიებული ქალაქი სევსამორა გაიგივებულია თანამედროვე წიწამურთან. აქ პირველი არქეოლოგიური გათხრები 1924 წ. ჩატარდა. აღმოჩენილი სამარხი თარიღდება: ძველი წელთაღრიცხვით VII საუკუნით. მოგვიანებით, მცხეთის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ  მიაკვლია ძველი ციხე-ქალაქის, „სევსამორას“ ნაშთებს. სწორედ ამ ქალაქის სახელი ვუწოდეთ განახლებულ კომპლექსს. ღია ვერანდიდან, რომელიც 100 ადგილს იტევს, ულამაზესი ხედები იშლება არაგვზე, ჯვრის მონასტერზე, სვეტიცხოველსა და დედათა მონასტერზე.
– თქვენი მენიუ ძირითადად იმერული სამზარეულოსგან შედგება.
-აქ ყველაფერია. ხინკალმა და ჩვენმა ქაბაბმა უკვე სახელი გაითქვა. როგორც ამბობენ, ასეთ ქაბაბს თბილისში ვერსად მიირთმევთ.
 აღსანიშნავია, რომ ყველაფერი ცომთან დაკავშირებული,  მზადდება ძველი ქართული წესით, დროჟის და სხვა საფუარების გარეშე, ასე რომ წონაში მომატების არ შეგეშინდეთ.
იმერულ სამზარეულოს კი იმიტომ ვანიჭებ უპირატესობას, რომ თავად იმერეთიდან გახლავართ და როცა თბილისში ჩემი პირველი რესტორანი “ღვანკითი” გავხსენი, ისეთი კერძები მქონდა, რომელიც იმ დროს თბილისისთვის  უცხო იყო და შემდეგ გახდა პოპულარული.
-მაგალითად?
-მაგალითად პრასი ნიგვზით, წიწილი ნივრიან ბაჟეში. ჩქმერულს ჩვენ სხვანაირად ვაკეთებთ . აჯიკა, რომელიც მხოლოდ ზემო იმერეთში მზადდება, ბჟიტი ტყემალში და სხვა… “ღვანკითის” შემდეგ იყო რესტორნები: “ლორდი”, “ფორტუნა”, “მერცხალი”, “ნატვრის ხე”. ახლა კი აქეთ გადმოვინაცვლე.
.
.
-რაც თქვენ ჩამოთვალეთ, თბილისში საკმაოდ ცნობილი რესტორნები იყო , შესაბამისად “სევსამორაც” დაიმკვიდრებს ადგილს.
-რა თქმა უნდა, აქაურობას ძალიან სერიოზულად მოვკიდეთ ხელი. აპრილისთვის უკვე ქორწილებია დაგეგმილი.
მოლაპარაკებები გვაქვს ტურისტულ კომპანიებთან. ტურისტები დაესწრებიან ჭაჭის გამოხდას, ჩურჩხელების ამოვლებას. ეზოში ბავშვებისთვის დაიდგმება საქანელები და სასრიალოები. მათთვის ტერიტორია შემოღობილი და მანქანებისგან დაცული იქნება. შესაძლებელია, ანიმატორებიც დავიქირავოთ, რომლებიც ბავშვებს ჩაიბარებენ და გაართობენ. სურვილის შემთხვევაში, ვიღებთ სუფრის შეკვეთებს ადგილზე მიტანით.
“სევსამორასთან” ახლოს, ორი მდინარე , არაგვი და მტკვარი ერთმანეთს ერწყმის, ვერანდიდან სხვადასხვა მხარეს  ჯვარი, სვეტიცხოველი და დედათა მონასტერი მოჩანს, ეზოში კი ათასი ძირი ვარდი იწყებს აყვავებას. 

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

loading...