ტელეკომპანია Fox News-ის ინფორმაციით, მუსიკოსმა დილით საკუთარ სახლში გრძნობა დაკარგა. სენტ-ჩარლზის ოლქის პოლიცია ადგილზე დაუყოვნებლივ მივიდა, თუმცა ლეგენდარული მუსიკოსის გადარჩენა ვერ შეძლო.

ჩაკ ბერი 1926 წლის 18 ოქტომბერს, მისურის შტატში, სენტ-ლუისში დაიბადა. ის ბავშვობიდან იყო გატაცებული მუსიკით. თავისი პირველი კონცერტი 1941 წელს, სკოლაში სწავლის დროს გამართა. 3 წლის შემდეგ მაღაზიის ძარცვის და ავტომობილის გატაცების ბრალდებით ციხეში მოხვდა, სადაც მან არა თუ მიატოვა მუსიკა, არამედ მუსიკალური კვარტეტიც კი  ჩამოაყალიბა.

1950-იანი წლების დასწაყისში ჩაკ ბერი სენტ-ლუისის სხვადასხვა კლუბებში უკრავს, ქანთრი ბლუზის ელემენტებით პირველად მაშინ შეასრულა. 1955 წელს მისი პირველი სინგლი გამოვიდა სახელწოდებით Maybellene. სულ ჩაკ ბერის 51 სინგლი  და 20 ალბომი აქვს გამოშვებული. კიდევ ერთი დისკი chuck წელს გამოვა. თავად ბერი იძახდა, რომ ახალ დისკს მეუღლეს, ტოდის უძღვნის.

ჩაკ ბერი როკენროლის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან შემსრულებლად ითვლება. ის 10 ყველაზე დიდ შემსრულებლებს შორის მე-5 ადგილს იკავებს ( ჟურნალ Rolling Stone-ის ვერსიით) არის გრემის პრემიის ლაურეატი მუსიკაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის და ხმის ჩამწერი ინდუსტრიის განვითარებისთვის.

 


დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...