ესპანეთის ერთ-ერთ სკოლაში, ბარსელონას პროვინციაში მასწავლებლებს მოუხდათ ბავშვებისთვის ჩამოერთმიათ თანაკლასელის მიერ დარიგებული კუპიურები.

როგორც Daily Mail იუწყება, ქალაქ კალდეს-დე -მონტბუიში, 10 წლის ბიჭმა თანაკლასელებს 11 ათასი ევრო გაუნაწილა, რომელსაც მისი ბაბუა წამლებისთვის და სახლის  სამედიცინო აღჭურვილობისთვის აგროვებდა.

ერთ-ერთი შესვენების დროს, მასწავლებელმა ბავშვების ხელში 100 ევროიანი კუპიურები შენიშნა. მოსწავლეების თქმით, მათ ფული Tანაკლასელმა დაურიგა. ბიჭმა ყველაფერი აღიარა.

მასწავლებლებმა WhatsApp-ში ცალკე ჩათი შექმნეს და სკოლის მოსწავლეების მშობლებს თხოვეს, დაებრუნებინათ ფული. პირველ შეტყობინებაში მასწავლებელები წერდნენ: @თუ თქვენს შვილს აქვს ეს ფული, გთხოვთ, დაუყოვნებლივ დაუკავშირდეთ სკოლის ადმინისტრაციას. აუცილებელიa 10 ათას ევროზე მეტის დაბრუნება. გთხოვთ, გამოიჩინოთ მაქსიმალური სოლიდარობა და გაგებით მოეკიდოთ ამ ფაქტს. ეს ხუმრობა არ არის”.

უცნაურმა მიმოწერამ ადგილობრივი რადიოსადგურის ყურადღება მიიპყრო. ჟურნალისტებმა მოწოდება პირდაპირ ეთერში გაიმეორეს. ცნობილია, რომ თანხის დიდი ნაწილის დაბრუნება მოხერხდა. გარკვეული რაოდენობა კი ბავშვებს უკვე დახარჯული ქონდათ ტკბილეულის და სტიკერების შესაძენად.

 


დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...