პარლამენტის დეპუტატი რომან გოცირიძე თვლის, რომ მიხეილ სააკაშვილის განცხადება იმის შესახებ, რომ მის მოსვლამდე საქართველოში ულვაშიანი და აეროდრომის ქუდიანი ხალხი დადიოდა, სიმართლეს შეესაბამება . ამის შესახებ გოცირიძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს:

“ულვაში!
საქართველოში გაწვერიანების პროცესმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია!
მიშამ უკრაინულ არხზე თქვა, რომ საქართველო თანამედროვე ქვეყანა ხდებაო. უწინ ქართველი მიმინოს მსგავსი, ულვაშიანი, აეროდრომისნაირი კეპკა-ქუდიანი ტიპაჟი იყოო.
ულვაშის ხსენებაზე ერთი ამბავი ატეხეს ფეისბუკში, აი ვაშაძეს ულვაში აქვსო, გოცირიძე ულვაშიანიაო.
სწორად თქვა ყველაფერი.
მაჩო-ტიპის ქართველის თანამედროვე, ევროპული ყაიდის ტიპში ნელ-ნელა ტრანსფორმაციაზე იყო საუბარი. ფაფახი, ულვაში თუ კბილებში ხანჯალი, ეს უკვე მეტფორაა. ”ცეცხლოვანი კავკასიელები” და ”მზიური საქართველო” საბჭოთა კლიშეა, რომელიც დღემდეა გამჯდარი საბჭოთა ადამიანებისა და მათი შთამომავლების თავებში. ეს სტერეოტიპია, მაგრამ არასაფუძველსმოკლებული.
წვერ -ულვაშზე ბევრჯერ მითქვამს, უფრო ზუსტად, წვეროსნობაზე, მაგრამ მერე შევწყვიტე. უკვე წამგებიანი ხდება პოლიტიკურად ამაზე ხუმრობა.
საქართველო ნელ-ნელა გადის მსოფლიოში პირველ ადგილზე წვერმოშვებულ მამაკაცთა რაოდენობით.
თუ ულვაში და წვერი სტილის ნაწილია, ეს ძალიან კარგია, თუ ამას იდენტობის( ეთნიკური, რელიგიური) დატვირთვა აქვს-ცუდი.
ამაზე ერთი პოსტი ორი წლის წინ დავწერე. საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა, რომლის შემადგენლობაში იყო 11 წვერმოშვებული ადამიანი 0:2 წააგო თერთმეტივე უწვერულ ლიტველებთან. წვერებშია საქმე მეთქი(ანუ მენტალიტეტში).
ბოლო პოსტი შარშან მქონდა იმაზე, თუ როგორ იზრდება ჩემს სტუდენტებში წვერმოშვებულთა რიცხვი. თუ ხუთი წლის წინ ეს იყო ათიდან ერთი, ახლა არის ათიდან 6. რა თქმა უნდა, ეს კეთილი ხუმრობის, მსუბუქი სატირით მქონდა აღწერილი.
მოკლედ, ან გვარდიოლას ბაძავენ, ან საკუთარ მოძღვარს. აბსოლუტური უმეტესობა ალბათ მოძღვარს.
გუშინ ერთით მეტი წევეროსანი დეპუტატი გაჩნდა. ვეკითხები, გვარდიოლას სტილში აპირებ წვეროსნობას თუ ენრიკე ეგლესიასის მეთქი. მოძღვარი არ მიხსენებია. არ ჰყავს.
რაც შეეხება ჩემი ულვაშის ისტორიას: მოვუშვი საბჭოთა ჯარში, სადაც ეს იყო აკრძალული და მხოლოდ კავკასიელებს აძლევდნენ ამის უფლებას. ეს ტრადიციებისადმი საბჭოთა პატივისცემის ნიშანიც იყო და დამცირებაც. ველური კავკასიელის ხატის შექმნის ნაწილი. მე მაწყობდა ველურობა. ძალიან, ძალიან მძიმე იყო საბჭოთა არმია თავისი ფორმალური და არაფორმალური კანონებით. იქ ეროვნული და კავკასიური ნიშნით კონსოლიდაციის გარეშე ვერ გადარჩებოდი.
მერე მოსკოვში, ასპირანტურის წლებში წვერიც მოვუშვი. ორი მიზანი ჰქონდა-რომ გავმთბარიყავი და მოდისიდენტოდ, ინტელექტუალურად გამოვჩენილიყავი. ამას კარგი თვალით ოფიციოზი არ უყურებდა. ანდროპოვის პერიოდი იყო. როცა ეროვნული მოძრაობა დაიწყო და ყველა წევერებში შეიმოსა, მე გავიპარსე. მაშინ წვერი უკვე მოდის ნაწილი კი არ იყო, არამედ აგრესიული ნაციონალიზმის გამომხატველი.
ჩემი შეცდომა ის იყო, რომ მაშინ ულვაში არ მივაყოლე ზედ.
შემრჩა და შემრჩა.
ძნელი ყოფილა იმიჯის შეცვვლა. არა და უფრო მეტად ისა ვარ, უულვაშოდ რომ წარმომიდგინოთ, ვიდრე ულვაშიანად:) მოკლედ, ცრუ წარმოდგენას უქმნის ჩემი ულვაში”მაყურებელს”:)
ჩათვალეთ, რომ მოდას მივსდევ. ვითომ სალვადორ დალის ფანი ვარ:)
მიშა კი მართალია!”-წერს გოცირიძე.


დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...