საქართველოს ლატარიის კომპანიის ბეთინგ ცენტრში რიგით მე-17 ჯეკპოტის გამარჯვებული გამოცხადდა. ეს იღბლიანი ადამიანი გახლავთ თინათინ გიორგობიანი, თბილისიდან. მან „ლოტო 6/36“-ის 735-ე გათამაშების ჯეკპოტის მომგებიანი ბილეთი წარმოადგინა, რომელმაც წარმატებით გაიარა ვალიდაციის პროცედურა. მოგებამ ბილეთზე შეადგინა – 1,380,345 ლარი.

ახალბედა მილიონერის თქმით, ფულის აღებისთანავე ,  დაქალებთან ერთად სამოგზაუროდ იტალიაში გაემგზავრება და რომს მოინახულებს.


დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...