საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა შინაგან საქმეთა მინისტრსა და სამინისტროს „ვარდების მოედნის“ ქვემოთ მდებარე ბარებსა და სხვადასხვა ობიექტებში არსებული კანონდარღვევებით დაინტერესება დაავალა.
„დავალება მიღებულია. მუშაობა უკვე დავიწყეთ და დეტალურად მოგახსენებთ ამ მუშაობის შედეგებს თუ რა კეთდება, რა გაკეთდა დავალების შესაბამისად და ეს საჯაროდ გახდება ცნობილი თქვენთვის“, -განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ


დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

loading...