შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა სოფელ დიღომში თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე-6 განყოფილების ახალი შენობა გახსნა.

„შინაგან საქმეთა სამინისტრო ახალ წელს სიახლით იწყებს. ჩვენ გასულ წელს დაწყებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს კვლავ ვაგრძელებთ. დღეს სოფელ დიღომში პოლიციის ახალი შენობა გავხსენით. ყველა პოლიციელს კიდევ ერთხელ ვულოცავ შობა-ახალ წელს და წარმატებულ საქმიანობას ვუსურვებ. მჯერა, რომ ახალი შენობა მათ დაკისრებული მოვალეობების უფრო ეფექტიანად შესრულებისთვის დამატებით სტიმულს მისცემს“, – განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

loading...

სოფელ დიღომში მდებარე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე-6 განყოფილების ძველი შენობა თანამედროვე სტანდარტებს ვეღარ აკმაყოფილებდა, ამიტომ შს სამინისტრომ გასულ წელს მიმდებარე ტერიტორიაზე ახალი შენობის მშენებლობა დაიწყო.

პოლიციის ახალი შენობა უახლესი ტექნიკითა და ინვენტარით არის აღჭურვილი. მისი ინფრასტრუქტურა კეთილმოწყობილი და შშმ პირებზე ადაპტირებულია. ახლადაშენებულ შენობაში 22 უბნის ინსპექტორი და დეტექტივ-გამომძიებელი იმუშავებს.


დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

loading...