სააპელაციო სასამართლომ მაგდა პაპიძის ადვოკატების არგუმენტები არ გაიზიარა

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მაგდა პაპიძის საქმე ხელახლა არ განიხილება. მეუღლისა და შვილის მკვლელობისთვის მსჯავრდებული და მისი ახლობლები , ნაფიცი მსაჯულების მიერ გამოტანილი ვერდიქტის გაუქმებას ითხოვენ. მათი აზრით, მსაჯულებმა განაჩენი საპროცესო კანონმდებლობის დარღვევით გამოიტანეს და მოსამართლის განმარტებებით არ უხელმძღვანელიათ. პაპიძის მხარე ახალი ნაფიცი მსაჯულების მონაწილეობით საქმის ხელახალ განხილვას ითხოვდა, თუმცა ადვოკატების არგუმენტი სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა.

მაგდა პაპიძეს 2016 წლის ივნისში უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. როგორც  მეზობლები “ფოსტალიონთან” საუბარში ყვებიან, პაპიძის დედამთილი შვილის და შვილიშვილის მკვლელობის შემდეგ გარეთ თითქმის აღარ გამოდის და იშვიათად ეკონტაქტება ვინმეს. ისინი სააპელაციო სასამართლოს  გადაწყვეტილებას ეთანხმებიან.


loading...