მიხეილ პოპკოვმა , რომელიც 22 ქალის მკვლელობისთვის იხდის სასჯელს, კიდევ 20 ქალის მკვლელობა აღიარა და  თანაკამერელებს აცნობა, რომ მას იმდენივე მსხვერპლი ყავს, რამდენიც ჩიკატილოს.

loading...

ირკურსკის საოლქო სასამართლომ პატიმრობის ვადა გაუგრძელა ქალაქ ანგარსკის მაცხოვრებელს, ყოფილ მილიციონერს მიხაილ პოპკოვს, რომელსაც 2015 წელს 22 ქალის მკვლელობისთვის სამუდამო პატიმრობა მიესაჯა. რამდენიმე დღის წინ, ანგარსკელმა მანიაკმა ახალი  დანაშაულები აღიარა. ამის შესახებ “ინტერფაქსი” იუწყება.

ახლა პოპკოვს 47 მკვლელობისთვის აქვს ბრალი წაყენებული. ყველა დანაშაული მან წერილობით, დეტალებში აღწერა. გამომძიებლებს საფლავების გათხრა, გვამების ეკსგუმაცია, სასამართლო-სამედიცინო  და კრიმინალისტიკური ექსპერტიზის ჩატარება მოუწიათ. იუწყება ირკუტსკის გაზეთი «Восточно-Сибирская правда».

ყოფილი მილიციონერი საკუთარ თავს “чистильщик”-ს უწოდებს და ამტკიცებს, რომ კლავდა მხოლოდ ქალებს, რომლებიც “მსუბუქი ქცევის წესებს ” მისდევდნენ, თუმცა ის მანქანაში იტყუებდა ნებისმიერ გოგონას, რომელიც სახლში გვიან ბრუნდებოდა. ამისთვის ის ხშირად სამსახურის მანქანას იყენებდა , მკვლელობის დროს კი მორიგეობაზე იმყოფებოდა.

გამოძიების ცნობით, მკვლელობები ჯერ კიდევ 1994 წელს დაიწყო: საღამოს და ღამის საათებში საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებიდან 17-38 წლის ქალები ქრებოდნენ. მათ დასახიჩრებულ გვამებს კი ტყეში, სასაფლაოზე, გზის პირას პოულობდნენ. პოპკოვზე მაშინ გავიდნენ, როდესაც რამდენიმე გვამის მახლობლად “ნივის” კვალი იპოვეს. ოპერატიულ მუშაკებს ამ მარკის ყველა მანქანის შემოწმება მოუხდათ.

მანიაკი 2012 წელს დააკავეს ვლადივოსტოკში, სადაც ის ახალი ავტომობილის საყიდლად გაემგზავრა.

2015 წლის იანვარში ირკუტსკის სასამართლომ 50 წლის მიხეილ პოპკოვი 22 ქალის მკვლელობაში ცნო დამნაშავედ. მას სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა.

 


დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

loading...