გავრცელებული ცნობით, ბალანჩივაძის ქუჩაზე პრეზიდენტ მარგველაშივილის სიძე მინდია გოგოჭური დაჭრეს. აღნიშნულ ინფორმაციას შსს-ში ადასტურებენ.

გოგოჭური რესპუბლიკური საავადმყოფოს გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ცენტრშია გადაყვანილი, საქმე აღძრულია 118-ე და 236-ე მუხლებით.

შეგახსენებთ, გოგოჭურის გვარი არაერთხელ ფიგურირებდა სკანდალურ საქმეებში. რომელთა შორის არის დაჭრა და მკვლელობა.

სწორედ მინდია გოგოჭურს უკავშირდებოდა ცოტა ხნის წინ, პრეზიდენტის მიერ გაკეთებიული განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ მისი ოჯახის წევრის სახლში, სასამართლოს ყოველგვარი დადგენილების გარეშე, სამართალდამცველებმა ჩხრეკა ჩაატარეს.

მინდია გოგოჭური პრეზიდენტის მეუღლის, მაკა ჩიჩუას ქალიშვილის ქმარია.


დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

loading...