დეპუტატი რომან გოცირიძე მიიჩნევს  რომ “ნაციონალურ მოძრაობაში” ერთიანობის შენარჩუნების შანსი ნულის ტოლია

“ნაციონალურ მოძრაობაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით არ გამიკეთებია არცერთი განცხადება მანამ, სანამ არსებობდა ერთიანობის შენარჩუნების რაიმე შანსი. დღეს ეს შანსი ნულის ტოლია. ნაციონალური მოძრაობის შექმნაში ვმონაწილეობდი მიხეილ სააკაშვილთან ერთად მისი დაფუძნების იდეის გაჩენის პირველივე დღიდან. ნაციონალურ მოძრაობაში არ დავბრუნებულვარ იმისათვის, რომ სადმე წავიდე! ვიშრომებთ და ვიბრძოლებთ ყველა ფორმით: პარლამენტში, ქუჩაში, მედიაში, საარჩევნო ყუთებთან, რათა ქვეყანა დაუბრუნდეს აღმშენებლობის გზას და გამოვიდეს იმ კრიზისიდან, რომელშიც იგი დღევანდელმა ხელისუფლებამ შეიყვანა. ”აქა ვდგავარ და სხვანაირად არ ძალმიძს”!”- წერს გოცირიძე სოციალურ ქსელში. .


დატოვეთ კომენტარი

loading...

კომენტარები

loading...