მაქვს მოლოდინი, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი ობიექტური იქნება, – ასე ეხმაურება ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური მდივნის პოსტზე ვასილ მაღლაფერიძის არჩევას. მამუკა მდინარეძემ მაღლაფერიძეს წარმატებები და საზოგადოებრივი მაუწყებლის გაძლიერება უსურვა. “ბორდის გადაწყვეტილების სისწორეზე მე რომ ვიმსჯელო, ჩემი მხრიდან ეს არასწორი იქნება. ბორდმა გადაწყვეტილება მიიღო და ის, რომ ყოველგვარი პოლიტიკური დატვირთვისგან გათავისუფლდეს, პოლიტიკოსებმა შეფასებისგან თავი უნდა შევიკავოთ”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.


დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...