პარლამენტის წევრი, სალომე ზურაბიშვილი პრემიერ-მინისტრის განცხადებას გამოეხმაურა “ვარდების მოედნის” მიწისქვეშა გადასასვლელში განთავსებულ ბარებში შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით:

“მივესალმები პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის პოზიციას, შეისწავლონ „ვარდების მოედნის“ ქვემოთ მდებარე ბარებსა თუ სხვადასხვა ობიექტში, არსებული სიტუაცია. აღნიშნული ტერიტორია ეკუთვნის მთაწმინდის, მაჟორიტარულ ოლქს.  ჩემთვის, როგორც მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატისთვის და ასევე ამ უბნის მაცხოვრებლებისთვის ეს საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია. ჩემთან, მოსახლეობისგან არა ერთხელ გამოითქვა წუხილი და უკმაყოფილება შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით.
მიზანშეწონილად და დროულად მიმაჩნია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეისწავლოს არსებული მდგომარეობა და მოახდინოს რეაგირება.”


დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

loading...