ახლოვდება 20 იანვარი, როცა  დონალდ ტრამპი პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას ოფიციალურად შეუდგება. ამ თარიღს ინტერესით აკვირდება მსოფლიო  მედია და საერთაშორისო ორგანიზაციები. პრესაში  ვარაუდობენ, რომ ტრამპის   განცხადებების ტონი მისი პრეზიდენტობისას შედარებით  შერბილდება და მომავალში  რაიმე მკვეთრი ცვლილებები მოსალოდნელი არ არის.
როგორც “ფოსტალიონს” გაეროში საქართველოს ელჩმა, კახა იმნაძემ მოკლე ინტერვიუში უთხრა, ტრამპსა და გაეროს გენერალურ მდივანს შორის სატელეფონო საუბარი უკვე შედგა.

– ბატონო კახა როგორ აღიქვეს გაეროში და  რა რეაქცია ქონდათ ტრამპის მიერ გაეროს მისამართით გაკეთებულ კრიტიკაზე? მისი თქმით, ეს არის კლუბი, სადაც ხალხი სალაპარაკოდ და დროის გასატარებლად იკრიბება. 

-ტრადიციულად, არჩევნების პერიოდში უამრავი, ხშირად ძლიან მკვეთრი, განცხადება კეთდება ხოლმე. კარგი სატელეფონო საუბარი შედგა ტრამპსა და გუტერეშს შორის.

-კარგ საუბარში რა იგულისხმება?
-კარგ საუბარში იგულისხმება, რომ მხარეებს შორის საუბრისას ურთიერთგაგება და დადებითი ატმოსფერო იყო. საუბრის სტენოგრამა არ გავრცელებულა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...