“საქართველოს განვითარების ლაბორატორიის” ხელმძღვანელი, ირაკლი გოგავა ევროკავშირის მიერ მსხვილ ბანკებს შორის კარტელური გარიგებების გამოვლენის ფაქტს ეხმაურება და წერს:

“ევროკავშირმა ბანკების კარტელური გარიგება გამოავლინა. ბანკები სესხების პროცენტს შეთანხმებულად აწესებდნენ. ბანკები HSBC, JPMorgan Chase, Credit Agricole €485 მილიონიან ჯარიმას იხდიან.

ჩვენი ბანკები არ იკადრებენ მაგას! მერე რა, რომ კრედიტს ევროპაში 2-3%-ად იღებენ და საქართველოში საშუალოდ 10,8%-ად გასცემენ ანუ სამჯერ-ხუთჯერ უფრო ძვირად! ქართველი ხალხი ამტანია, ამასაც აიტანს! თავისუფალ ბაზარს ვანვითარებთ სამაგიეროდ!”


დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

loading...