ოფიციალური ვიზიტით, თბილისში დღეს, ისრაელის სახელმწიფოს პრეზიდენტი რუვენ რივლინი ჩამოვიდა. საქართველოს პრეზიდენტის და პირველი ლედის დახვედრის ოფიციალური ცერემონია პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა . საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასულე ორკესტრის მიერ საქართველოსა და ისრაელის სახელმწიფო ჰიმნების შესრულების შემდეგ, გიორგი მარგველაშვილმა და რუვენ რივლინმა საქართველოს სახელმწიფო დროშას პატივი მიაგეს.

ოფიციალური დახვედრის ცერემონიას ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, პრეზიდენტის მრჩევლები, საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და ისრაელის სახელმწიფოს ხელისუფლების წევრები.

ცერემონიის დასრულებისთანავე ორი ქვეყნის ლიდერები ერთმანეთს პირისპირ შეხვდებიან, რის შემდეგაც შეხვედრა გაფართოებულ ფორმატში შედგება.

შეხვედრების შემდეგ პრეზიდენტები მედიისათვის განცხადებებს გააკეთებენ.

10 იანვარს, ისრაელის პრეზიდენტი გმირთა მოედანზე საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს.


დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

loading...