თამრიკო დეკანოსიძე: ივერიის მიწისქვეშა ქალაქში უფრო დიდი უბედურებებიც ხდება

ჟურნალისტი თამრიკო დეკანოსიძე პრემიერ-მინისტრის მიერ “ვარდების მოედნის” ქვემოთ არსებულ ბარებში კანონდარღვევების შესახებ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება. ჟურნალისტის თქმით, ამ ადგილებში არასრულწლოვანი პირების მხრიდან გაცილებით უარეს დანაშაულებს აქვს ადგილი, თუმცა მიუხადავად მედიის ხმაურისა, სამართალდამცავებისგან რეაგირება არ მოყოლია.

“ივერიის მიწისქვეშა ქალაქში უფრო დიდი უბედურებებიც ხდება და არასრულწლოვნები წებოს ყნოსვიდან დაწყებული მსხვერპლშეწირვის რიტუალებით დამთავრებული რას არ სჩადიან. რამდენი გადაცემა გაკეთდა და რამდენი სიუჟეტი, რამდენმა ბეჭდურმა გააშუქა შეგიძლიათ არქივებში იხილოთ.

თუ, მაინცდამაინც მთავრობის სხდომაზეა ნომერ პირველ საკითხადაა განსახილველი უბნის რწმუნებულის გადასაწყვეტი საკითხი?! თუ პრემიერის ბაგეებიდან ნათქვამს სხვა ძალა აქვს?!”-აცხადებს თამარ დეკანოსიძე.


loading...