დღეს, ფრაქციის სხდომა, რომელზეც  ნიკა მელიას თავმჯდომარეობიდან გადაყენების საკითხი უნდა  განხილულიყო, გადაიდო.

პარლამენტში, ფრაქცია ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” სამუშაო ოთახში ფრაქციის წევრებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა. სიტყვიერად ერთმანეთს ნიკა მელია, სერგო რატიანი, აკაკი ბობოხიძე დაუპირისპირდნენ. მხარეებმა ერთმანეთს პარტიის დაშლაში დასდეს ბრალი. სიტყვიერი შელაპარაკება რამდენიმე წუთის განმავლობაში გაგრძელდა. ამ დროისთვის ნიკა მელიამ პარლამენტი დატოვა.

loading...

როგორც ნაციონალური მოძრაობის წევრმა, დეპუტატმა ელენე ხოშტარიამ ინციდენტის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, დღეს კიდევ უფრო ცხადი გახდა, რომ ნიკა მელია, რომელიც საკუთარი ფრაქციის წევრებს ასეთი მოვარდნებითა და შეურაცხყოფით ელაპარაკება, გუნდის ლიდერი ვეღარ იქნება.


დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

loading...