გიგი უგულავას კომენტარს  იმის შესახებ, რომ ნიკა მელია ნაციონალურ მოძრაობაში მან მოიყვანა, ნიკა მელია საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ჩართვისას გამოეხმაურა

“უგულავამ კი თქვა, რომ პოლიტიკაში მე მოვიყვანე მელიაო, მაგრამ მე პოლიტიკაში მოვედი 2013 წელს, როცა ნაციონალური მოძრაობა იყო და ჯერ კიდევ არის ოპოზიციაში.დღიდან მოსვლისა, კარდაკარ დავდივარ და ყველაფერს ვაკეთებ იმისათვის, რომ ნაციონალური მოძრაობა გაძლიერდეს. უგულავას მე ხელისუფლებაში და მთავრობაში არ მოვუყვანივარ. ამ ლოგიკით, მე შეიძლება მას ვუთხრა, რომ სააკაშვილმა მოიყვანა უგულავა ხელისუფლებაში და არა ოპოზიციაში.  ჩემთვის ძალიან უცნაურია, როცა 2 დღის წინ განთავისუფლებული უგულავა ასეთ განცხადებებს აკეთებს. “-განაცხადა მან.


დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...