გადავწყვიტე მოვსულიყავი და სიცხადე შემეტანა-გიგი უგულავას აღიარება

თბილისის ყოფილმა მერმა გიგი უგულავამ სააპელაციო სასამართლოში აღიარა, რომ “თბილისერვისში” 700-მდე მხარდამჭერი დაასაქმა.

“მე თავიდანვე ვთქვი და გავაკეთე განცხადება, მე ამას არ უარვყოფ. რა თქმა უნდა, ეს ხალხი დავასაქმე. წელიწადზე მეტია, შენობიდან არ გამოვსულვარ და გადავწყვიტე მოვსულიყავი იმიტომ, რომ ამ საქმეში სიცხადე შემეტანა. ვაცნობიერებ იმას, რომ ის, რაც მინდოდა გამოსულიყო კარგად არ გამოვიდა. დასაქმებას ვაღიარებ, მაგრამ ეს არ არის მითვისება და გაფლანგვა. ამას აბსოლუტურად არ ვიზიარებ. ჩემ მიმართ წაყენებულ პრეტენზიებს არ ვიზიარებ”, – განაცხადა უგულავამ სააპელაციო სასამართლოში საბოლოო სიტყვაში.

თბილისის სააპელაციო სასამართლომ დაასრულა ე.წ. “თბილსერვისის” საქმის განხილვა. სასამართლო კოლეგია გადაწყვეტილების გამოსატანად გავიდა, თუმცა უცნობია, როდის მიიღებს სააპელაციო სასამართლო საბოლოო გადაწყვეტილებას.

pia.ge


loading...