ბუკინგემის სასახლე დედოფალ ელისაბედ II-ის გარდაცვალების შესახებ ცნობას არ ადასტურებს.

დასავლეთის მედია ვარაუდობს, რომ  BBC NEWS-ის ყალბი გვერდიდან გავრცელებული ცნობის უკან, თითქოს ბუკინგემის სასახლის ვებგვერდმა 90 წლის დედოფლის გარდაცვალება დაადასტურა, რუსი ჰაკერები დგანან.

როგორც ბრიტანული express.co.uk  იუწყება, ყალბი ინფორმაცია რუსულმა სახელისუფლებო მედიამ აიტაცა და გაავრცელა. “მას შემდეგ, რაც ბუკინგემის სასახლის ოფიციალურ ვებგვერდზე მსგავსი ცნობა არ მოინახა, რუსულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს ვებგვერდმა ინფორმაცია წაშალა, რათა დედოფლის გარდაცვალებასთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხების მოგვარებაში ხელი არ შეეშალა”. -წერს ბრიტანული გამოცემა.

 

 


დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...