თბილისში, აღმაშენებლის #115-ში მკვლელობა მოხდა.  არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალი მეუღლემ თოკით გაგუდა.

მოკლული ქალის ცხედარი პროზექტურაში უკვე გადაასვენეს. შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა.

მეზობლების ინფორმაციით, გარდაცვლილი მეუღლესთან ერთად აღნიშნულ მისამართზე 2011 წლიდან ცხოვრობს. მათივე თქმით, ოჯახი კონფლიქტური არ იყო.

როგორც ადგილობრივები ჰყვებიან, მოკლულის ცხედარი საცხოვრებელ სახლში სამართალდამცავებმა მას შემდეგ აღმოაჩინეს, რაც დანაშაულის შესახებ პოლიციას თავად გარდაცვლილის მეუღლემ უამბო.

ადგილზე ამ დრომდე იმყოფებიან სამართალდამცავები. მიმდინარეობს საგამოძიებო სამუშაოები.


დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

loading...