ავღანეთში ქართველმა სამხედროებმა ქრისტეს შობის დღესასწაული აღნიშნეს

ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე დისლოცირებულმა საქართველოს შეიარაღებული ძალების III ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონის და ეროვნული გვარდიის სწრაფი რეაგირების ოცეულის სამხედრო მოსამსახურეებმა შობის ბრწყინვალე დღესასწაული აღნიშნეს.

საზეიმო წირვა-ლოცვა 32-ე ბატალიონის კაპელანმა, მამა დავით ბუტიკაშვილმა ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ქართველი მშიდობისმყოფელების მიერ მოწყობილ სალოცავში აღავლინა და პირადი შემადგენლობა დალოცა. საზეიმო წირვა-ლოცვას ქართველი სამხედრო მოსამსახურეების გარდა, საზოგადოების სხვა წევრებიც დაესწრენ.


loading...