სამხედრო მოსამსახურის დის ემოციური მილოცვა ძმას

ახალი წელი ოჯახური დღესასწაულია, თუმცა ისინი, ვინც ამ წუთებშიც თავის მოვალეობას ასრულებენ, 2017 წელს სახლში ვერ შეხვდებიან. მათ შორისაა გიორგი როსტომაშვილი, რომელსაც ცოტა ხნის წინ, მისმა დამ ქეთიმ  ფეისბუქის საკუთარი გვერდიდან ემოციურად მიულოცა დამდეგი ახალი წელი .

მინდა ახალი წელი მივულოცო ჩემს ყველაზე საყვარელ ადამიანს, ჩემ ძმას გიორგის, რომელიც 2017 წელს ხვდება ერთ-ერთ სამხედრო ნაწილში, საბრძოლო მორიგეობაზე და დღეს ამიტომ არ იქნება ჩვენთან ერთად! ასევე, საქართველოს შეიარაღებული ძალების ყველა სამხედრო მოსამსახურეს ვულოცავ ახალ წელს! ჩვენ თქვენით ვამაყობთ! მადლობა, რომ დღეს ჩვენ ვართ მშვიდად!

განსაკუთრებული მადლობა კიდე შენ, გიო, ხომ იცი, რომ ყველაზე ძალიან გამეხარდებოდა რომ ჩემთან ერთად ყოფილიყავი ეხლა! მიყვარხარ ყველაზე ძალიან და ბედნიერი ვარ, რომ შენნაირი ძმა მყავს”-წერს სამხედრო მოსამსახურის და.


loading...