საქართველოს პრეზიდენტმა მოსახლეობას გიორგობის დღესასწაული შავნაბადას მონასტრიდან მიულოცა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გიორგობის დღესასწაულისადმი მიძღვნილ წირვას შავნაბადას წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში დაესწრო და საქართველოს მოსახლეობას დღესასწაული მიულოცა.
,,გილოცავთ გიორგობას, გეწეოდეთ წმინდა გიორგის მადლი, გაგვაძლიეროს თითოეული ჩვენგანი და გააძლიეროს მთლიანად საქართველო!”, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. მონასტერში წირვა არქიმანდრიტმა შიომ აღავლინა. წირვას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი და უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი ესწრებოდნენ.


loading...