საქართველოს კონსტიტუციის 2013 წლის რედაქციას აქვს ხარვეზები და გადახედვას საჭიროებს.-ამის შესახებ პრეზიდენტმა მარგველაშვილმა მე-9 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

”მხარი დავუჭირე პრემიერ-მინისტრის ინიციატივას და მაღალი სანდოობის უზრუნველსაყოფად, შევთავაზე ცვლილებებზე მომუშავე ჯგუფის შექმნა პრეზიდენტთან, პარლამენტის თავმჯდომარისა და პრემიერ-მინისტრის თანათავმჯდომარეობით, რომელიც საქართველოს პარლამენტს, ვენეციის კომისიის ჩართულობით მომზადებულ, საზოგადოებრივ-პოლიტიკური თანხმობის დოკუმენტს წარუდგენს. მთავარი, რაც დღეს ჩვენს სახელმწიფოს ესაჭიროება, სწორედ ბალანსისა და გაწონასწორების მექანიზმების გამყარებაა და არა ყველა შტოსა და ინსტიტუციის ერთ ხელში თავმოყრა“, – განაცხადა პრეზიდენტმა.


დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...