რატომ იზღუდება ზოგიერთი პროდუქტის მიღება მარხვის დროს?

ბევრმა ადამიანმა არ იცის, რა არის მარხვა და რისთვის არის იგი საჭირო მიუხედავად იმისა, რომ მათგან ზოგიერთი თავადაც ხშირად იცავს მას. მარხვა სამოთხეშივე დაწესდა, ადამისა და ევასათვის, ვაშლის ხის ნაყოფის აკრძალვით, ახლა კი ჩვენს მას სინანულის მოსახმობად, ჩვენი ცოდვებისაგან განსაწმენდად ვიცავთ.

რა არის მარხვა?  ჭეშმარიტი და სწორი მარხვა გულისხმობს ბოროტი ზრახვებისა და საქმეებისაგან თავშეკავებას. თუ ქრისტიანს სურვილი აქვს, რომ მარხვამ სარგებელი მოუტანოს მას, საჭიროა სულიერთან ერთად ხორციელი მარხვის დაცვა. ფსალმუნებში ძალიან კარგად არის განსაზღვრული, როგორ უნდა იქცეოდეს მორწმუნე ამ დროს:

იმარხულოს შენმა გონებამ ამაო აზრებისაგან.

იმარხულოს მეხსიერებამ ძვირის მომხსენებლობისაგან.

იმარხულოს შენმა ნებამ ბოროტის მოსურნეობისაგან.

იმარხულონ შენმა თვალებმა ცუდი სანახავისაგან:  „მოაქციენ თვალნი ჩემნი, რაითა არა იხილონ ამაოებაი“ ( ფსალმ. 118,37).

იმარხულონ შენმა ყურებმა ბილწი სიმღერებისა და ცილიმსწამებელი ჩურჩულისაგან .

 იმარხულოს შენმა ენამ ცილისწამებისაგან, განკითხვისაგან, მკრეხელობისგან, სიცრუისგან, მლიქვნელობისგან, ბილწსიტყვაობისგან და ყოველი უქმი და არაჯასაღი სიტყვისაგან.

იმარხულონ შენმა ხელებმა ცემისა და სხვისი საკუთრების მიტაცებისაგან.

იმარხულონ შენმა ფეხებმა ბოროტ საქმეზე სიარულისგან. „მოიქეც ბოროტისაგან და ქმენ კეთილი ( ფსალმ. 33,15;1 პეტ. 3,11).

ეს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ, ალბათ, ახლა დასვამთ შეკითხვას, მარხვასთან და ცოდვებისაგან თავის არიდებასთან  რა კავშირშია საკვებ რაციონში გარკვეული შეზღუდვების დაწესება. ადამიანები გემოთმოყვარეობისა და ნაყროვანების ცოდვას ნაკლებად ამორალურად მიიჩნევენ, სხვა ცოდვებთან შედარებით, მაგრამ უნდა იცოდეთ, რომ ნაყროვანება დედაა სხვა ვნებებისა და პირველ რიგში შობს სიძვის ძლიერ ვნებას. ზომაზე მეტი ჭამა  აბრმავებს გამჭრიახ გონებას,  სხვეულს კი თენთავს,  სიმძიმითა და სიზარმაცით ავსებს.  ხორცი და სული ერთმანეთს ებრძვიან, ამიტომაც, თუ ადამიანს სურს, გონების განმტკიცება, უნდა მოთოკოს ხორცი მარხვით, ანუ იყოს მეტად მსუბუქ და ფხიზელ მდგომარეობაში, რათა  უკეთ შესძოს  სხვა დანარჩენი ცოდვებისაგან თავის დაფარვა. გარდა ამისა, მარხვა არის საუკეთესო გზა, საკუთარ თავში  მოთმინების უნარის განსავითარებლად. საკუთარი კუჭისათვის უარის თქმა, ადვილი საქმე ნამდვილად არ გახლავთ.

 მარიამ მახნიაშვილი

 

 

 


loading...