ითვლება, რომ ჯანმრთელობისა და ცხოვრების ნორმალური პირობების შემთხვევაში ადამიანის ხორციელი ბუნება ოპტიმალურ მდგომარეობას 33 წლის ასაკში აღწევს. ეს პერიოდი იწოდება ქრისტეს ასაკად (მაცხოვარი 33 წლის იყო, როცა ჯვარზე აღესრულა). გარდაცვალებისას ადამიანური ბუნების გახლეჩა სულად და ხორცად დროებითი მოვლენაა. ადამიანი მარადისობას სრული ბუნებით იმკვიდრებს _ როგორც სულით, ისე ხორცით. თუმცა შეუძლებელია ითქვას, როგორი იქნება მკვდრეთით აღმდგარი ადამიანის ხორციელი ბუნება, რამეთუ ამის გამოცდილება არ გაგვაჩნია. ამიტომ გამოთქმა ,,ვიქნებით 33 წლისანი` უფრო სრულყოფილების, ქრისტესთან მიმსგავსების მაჩვენებელია და ამ შემთხვაში საუბარი ცხონებულ ადამიანზეა.

 


დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

loading...