მარხვის დღეებში ადამიანებს განსაკუთრებულად აწუხებთ ცოდვები და ამასთან დაკავშირებით, სხვადასხვაგვარი კითხვებიც უჩნდებათ. მაგალითად ასეთი: ითვლება თუ არა ცოდვად ცეკვა და სიმღერა?

სასულიერო პირმა ,,ფოსტალიონს“ განუმარტა, რომ   სხეულის მოძრაობები, რომლებიც ვნებით არის გაჟღენთილი და სხვებსაც ვნებებს აღუძრავს, ის სიმღერები და მათი ტექსტები, რომლებიც ადამიანში იმავე ემოციებს, ანუ ქვენა გრძნობებს აღვიძებს, რა თქმა უნდა, ცოდვაა. მაგრამ თუკი ამგვარი რამ არ შეინიშნება და ცეკვა ამა თუ იმ ერის კულტურას და ტრადიციას წარმოაჩენს, მაგალითად ქართული ცეკვა, სიმღერა, ზოგადად ფოლკლორი, მაშინ ასეთი ცეკვაც და სიმღერაც მისაღებია.


დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

loading...