ზაზა ჭაია: ავღანეთი ანდამატივით ,,,იზიდავდა” ქართველ მხედრებს

ავღანეთში, ქართველთა ბრძოლის ისტორიულ ფაქტებს “სამართალდამცავთა დაცვის ლიგის ” წევრი, ზაზა ჭაია იხსენებს და წერს: 

“რა დაგვკარგია ავღანეთში!
ავღანეთი ანდამატივით ,,იზიდავდა” ქართველ მხედრებს.

ჯერ კიდევ ვახტანგ I-(449-502) გორგასალმა ილაშქრა ირანის მეფე პეროზ I-თან ერთად გურგანში, ინდოეთში, სინდეთში და აბაშეთში და ბუნებრივია, ავღანეთსაც დაატყო თავისი ბასრი ხმალი. ირანის სეფიანთა იმპერიაც ავღანეთის დედაქალაქს, 330წ-ს ალექსანდრე მაკედონელის მიერ დაარსებულ – არახოზიის ალექსანდრიას ანუ ყაანდაარს, ხშირად ქართველთა გულს და გონებას ანდობდა.

1647-1648წწ-ში ყანდაარის ხანი – მერაბ მირიმანის ძე მირიმანიძეა. 1649წ-ან ყანდაარის ხანობას ბარათაშვილ-ორბელიშვილთა ფეოდალური გვარის წევრები ფლობდნენ.

1649-1662წწ-ში ყანდაარის ხანი – ოთარ (ზულფაყარ) ასლამაზის ძე ბარათაშვილია, 1662-1666წწ-ში ოთარის ძმა – გორჯასპი (მანსურ-ხან) ბარათაშვილი, 1666-1667წწ-ში ოთარისა და გორჯასპის ძმა – ვახუშტი ბარათაშვილი, 1667წ-ან ჯემშიდ-ხან გურჯია, ხოლო 1694-1697წწ-ში ყანდაარის ხანობას ასლამაზ ვახუშტის ძე ორბელიანი ფლობს.

1707წ-ს ყანდაარში გარდაიცვალა, სულხან-საბა ორბელიანის ძმა – ვახუშტი ვახტანგის ძე ორბელიანიც.  1699-1704წწ-ში, ავღანელებსა და ბელუჯს ამარცხებს ქართლის უმამაცესი მეფე გიორგი XI, რომელსაც გვერდს ძმა – ლევან ბატონიშვილი და ძმისწულები უმშვენებენ. გიორგი XI ირანის ამირსპასალარის და ყაანდაარის ხანის ტიტულით, 1704-1709წწ-ში იმორჩილებს თავისუფლების მოყვარე ავღანთა ტომებს, თუმცა ღალატის წყალობით ყანდაარშივე იღუპება.

ავღანელებს შეაკვდნენ ქართლის მეფე ქაიხოსრო I-(1709-1711), ალექსანდრე ლევანის ძე, ალექსანდრე ლუარსაბის ძე და როსტომ ლევანის ძე ბატონიშვილები. ლეგენდად იქცა მეფე ქაიხოსრო I-ის სიტყვები: ,,ჩემისა სიცოცხლისათვის არა მოვაყივნო თავი, არცა გვარი. ჩემი”, რომელმაც გაქცევა არ იკადრა და მარტო შეაკვდა ავღანთა ჯარს.

1739წ-ს, ნადირ შაჰის გვერდზე ავღანეთში ხმალს იქნევდა ირაკლი ბატონიშვილიც, რომლის სიმამაცემ მტერიც გააოცა და მოყვარეც.

1979-1989წწ-ში, საბჭოთა იმპერიის მიერ ავღანეთის ოკუპაციისას, ომში გაწვეული 5000-მდე ქართველიდან, 150-მდე ავღანეთშივე დაეცა.

ავღანეთში ომს ვერ ავცდით საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგაც. 2004-2016წწ-ში, ,,აი-სა-ფი”-ს მისიით, ნატოს სამხედრო კონტინგენტის შემადგენლობაში ავღანეთში მყოფი არა ერთი ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა და დასახიჩრდა. ავღანეთი ქართველ ჯარისკაცთა ბედისწერად იქცა, სადაც მათ ნებით თუ ნების საწინააღმდეგოდ აგზავნიდა, ხან უცხო იმპერიები, ხანაც კი მშობლიური საქართველო!”


loading...