რამდენიმე დღეა ინტერნეტი ააფორიაქა თბილისის მეტროში გადაღებულმა ფოტომ, რომელზეც ერთ-ერთმა მგზავრმა ხელიხელჩაკიდებული, ხანშიშესული ცოლ-ქმარი აღბეჭდა. ფოტო 3 ოქტომბერს ფეისბუქ- ჯგუფმა ,,1.000.000 ქართველი”  გამოაქვეყნა და ათასობით მოწონება დაიმსახურა. სოციალური ქსელის მომხმარებლები თბილ კომენტარებს არ იშურებენ მოხუცი წყვილის მისამართით და წერენ, რომ სიყვარულს ასაკი არ გააჩნია. რამდენიმედღიანი ძებნის შემდეგ ,,ფოსტალიონმა” ფოტოზე აღბეჭდილი ცოლ-ქმრის ვინაობა დაადგინა და ვარკეთილის პირველ მიკრორაიონში, მჭედლიშვილების ოჯახს ესტუმრა.

როგორც მოსალოდნელი იყო, მათი ურთიერთობა რაც ფოტოზე ჩანს, რეალურ ცხოვრებაშიც ისეთივე თბილი და სიყვარულით სავსე ყოფილა. ელგუჯა მჭედლიშვილი და თამარა ერმაკოვა 53 წელია ერთად ცხოვრობენ. ერთმანეთს მოფერებით “გუჯო”-ს და “ტამაროჩკა”-ს ეძახიან. გაისად ორივეს 80 წელი შეუსრულდება. ამ თარიღს 2 ქალიშვილთან, 4 შვილიშვილთან და შვილთაშვილთან ერთად აღნიშნავენ. როგორც გავარკვიეთ, მათ ერთმანეთი 1962 წელს გაიცნეს, როცა ქ-ნი თამარა “ატეესში”, ხოლო ბ-ნი ელგუჯა _ კავშირგაბმულობის ინსტიტუტში მუშაობდნენ . 2 წლიანი ურთიერთობის შემდეგ, 1964 წელს დაქორწინდნენ.

.

%e1%83%9b%e1%83%ad%e1%83%94%e1%83%93%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%a8%e1%83%95%e1%83%98%e1%83%9a%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98

შემდგომში ქ-ნმა თამარამ ფილოლოგიური ფაკულტეტი დაამთავრა და პედაგოგიური მუშაობის 35 წლიანი სტაჟის პერიოდში უამრავი მოსწავლე აღზარდა.

.

yes

.

იმის შესახებ, რომ მათი ფოტო ინტერნეტში გავრცელდა, ახლობლისგან შეიტყო. როგორც  მოგვიყვა, მეტროთი სახლში  ბრუნდებოდნენ. ფოტო ვინ გადაუღო  არ იცის და არ დაუნახავს, მაგრამ ძალიან უხარია ასეთი კეთილი გამოხმაურების.

“ცხოვრების მანძილზე ბევრი სიხარული და ბევრი სიძნელე გვქონდა, რომელიც ერთად ყოფნამ გაგვიადვილა. წლების მანძილზე ერთოთახიან ბინაში ვცხოვრობდით მშობლებთან ერთად, შემდეგ მივიღეთ ბინა ვარკეთილში და გავფართოვდით. ძალიან დიდი სიხარული გვქონდა. გუჯოს რაც შეეხება, ის ძალიან კეთილი ადამიანია, განათლებული, უყვარს კითხვა და მუსიკა. რაც მთავარია, ერთგულია და ყოველთვის მხოლოდ მე ვუყვარდი, “-გვითხრა ქალბატონმა თამარამ და გვთხოვა, ,,ფოსტალიონის”  მკითხველისთვის გადაგვეცა:

” მე და გუჯო თბილისში დავიბადეთ, გვიყვარს ეს ქალაქი, ჩვენი მეგობრები და ახლობლები. თბილისს და მთელ საქართველოს აყვავებას და წინსვლას ვუსურვებ, მის მაცხოვრებლებს კი ერთმანეთის სიყვარულს, სითბოს, ჯანმრთელობას, ბარაქას და ბედნიერ ცხოვრებას ღრმა სიბერემდე.”

ye

 


დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...