საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ადმინისტრაციის, სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტისა და საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა პირებმა შეხვედრა გამართეს სენატორ ჯო დონელის ხელმძღვანელობით საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ ამერიკის
შეერთებული შტატების კონგრესის დელეგაციასთან.
შეხვედრაზე განიხილეს ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული (ქბრბ) უსაფრთხოების საკითხები. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა ამერიკის შეერთებული შტატების დელეგაციის წევრებს მიაწოდეს ინფორმაცია ქბრბ საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით ბოლო პერიოდში საქართველოში განხორციელებული ღონისძიებებისა და აღნიშნული მიმართულებით არსებული საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ. საუბარი შეეხო ქართული მხარის მიერ ქბრბ ნივთიერებებისა და მასალების უკანონო ბრუნვის გამოვლენისა და აღკვეთის კონკრეტულ ფაქტებს.
შეხვედრაზე აღინიშნა ქბრბ საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით საქართველოსა და აშშ-ს შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობის განსაკუთრებული მნიშვნელობა. საუბარი შეეხო ამ მიმართულებით თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებს. აშშ-ის დელეგაციის წევრებმა გამოხატეს მტკიცე მხარდაჭერა ურთიერთობის შემდგომი გაღრმავებისთვის და მადლობა გადაუხადეს ქართულ მხარეს ქბრბ საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით გაწეული
ძალისხმევისთვის.


დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...