ინფორმაცია პარლამენტის არჩევნების მეორე ტურების და რამდენიმე უბანზეგანმეორებითი კენჭისყრის სავარაუდო თარიღების შესახებ

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესისა და არჩევნებში ჩართული მხარეების ინფორმირების მიზნით ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) განსაზღვრა მეორე ტურების და განმეორებითი კენჭისყრის შესაძლო თარიღები.

8 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნების მეორე ტურები 50 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში 30 ოქტომბერს გაიმართება.

რაც შეეხება განმეორებით კენჭისყრას, 22 ოქტომბერს ჩატარდება.

№36 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის №36.22.48 საარჩევნო უბანზე (მარნეული) გაიმართება პარლამენტის მაჟორიტარული არჩევნები, ხოლო №66 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის №66.67.38, №66.67.79 და №66.67.108 საარჩევნო უბნებზე (ზუგდიდი)- როგორც პარლამენტის მაჟორიტარული, ისე გამგებლის არჩევნები.

ცესკო სამართლებრივ აქტებს გამოსცემს, შესაბამისი პროცედურების დასრულების შემდეგ.


დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...