თავდაცვის სამინისტროს განცხადებას ავრცელებს:

დედოფლისწყარო-სიღნაღი-თბილისის დამაკავშირებელ ავტომაგისტრალზე, სოფელ ბოდბეს მიმდებარე ტერირიტორიაზე, “კამაზის“ მარკის სამხედრო ავტომობილი სავალი ნაწილიდან გადავარდა, რომელშიც 36 სამხედრო მოსამსახურე და ერთი სამოქალაქო პირი იმყოფებოდა. ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის საბრძოლო მასალებისა და სამხედრო- ტექნიკური ქონების შენახვის ბაზის სამხედრო მოსამსახურეები დედოფლისწყაროდან ოსიაურისკენ გადაადგილდებოდნენ. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა ერთი სამხედრო მოსამსახურე. 27 დაშავებული სამხედრო მოსამსახურე დედოფლისწყაროს საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათგან 5, შედარებით მძიმედ დაშავებული სამხედრო მოსამსახურე თბილისში დაზიანებების მიხედვით პროფილურ საავადმყოფოებში გაივლის მკურნალობის კურსს. 8 სამხედრო მოსამსახურე კი წნორის საავადმყოფოში რჩება. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

საქართველოს თავდაცვის მინისტრი დაუყოვნებლივ გაემგზავრა დედოფლისწყაროში. ლევან იზორია ადგილზე გაეცნო არსებულ მდგომარეობას და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეები მოინახულა.

მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება. შემთხვევის ადგილზე გასულია სამხედრო პოლიციის საგამოძიებო ჯგუფი და სამსახურეობრივ შემოწმებას აწარმოებს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექცია. გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილი სამხედრო მოსამსახურის ოჯახს.

14680618_1343563195676419_2167163471838933143_n

14720469_1343562279009844_5166831703346397354_n


დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

loading...