ავღანეთში მყოფმა ჯარისკაცებმა, არჩევნებში მხარი ოცნებას დაუჭირეს

 ცესკოს პრეს სპიკერმა ანა მიქელაძემ ავღანეთში, ორ საარჩევნო უბანში  ქართველი ჯარისკაცების მიერ გაკეთებული არჩევანის საბოლოო შედეგები გამოაცხადა. ნომერ პირველი საარჩევნო უბნის ერთიან სიაში ამომრჩეველთა რაოდენობა 1471 იყო . არჩევნებში მონაწილეთა რაოდენობა კი 1171.
„ქართული ოცნება“ -დემოკრატიულმა საქართველომ-564 ხმით გაიმარჯვა.
როგორც სპიკერი ანა მიქელაძე აცხადებს მედიის წარმომადგენლებისთვის არჩევნების საბოლოო შედეგები დილის 6 საათიდან იქნება ცნობილი.
მარიამ ცხოიძე

loading...