“ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ფოთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი სკოლამდელი საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლებს შეხვდა. პედაგოგების დაინტერესება მმართველი გუნდის პროგრამამ გამოიწვია. რა იგეგმება ქალაქში საგანმანათლებლო სისტემაში რეფორმირების თვალსაზრისით? სკოლამდელი აღზრდა განათლების ახალი სახელმწიფო პროგრამის დეტალები – სწორედ ამ თემებზე ისაუბრეს პედაგოგებთან შეხვედრის დროს ფოლკლორის ცენტრში. ირაკლი ხახუბია პედაგოგებს საბავშვო ბაღებში არსებული პრობლემების მოგვარებას დაპირდა. საუბრისას მაჟორიტარობის კანდიდატი ფოთის განვითარების სხვა კონკრეტულ საკითხებსაც შეეხო. მმართველი გუნდის მაჟორიტარობის კანდიდატმა აღნიშნა რომ ახალგაზრდებისათვის სკოლამდელი და სასკოლო განათლების სისტემის გარდა – უმაღლესი სასწავლებლის დაფუძნების საჭიროებაც დღის წესრიგში დგას.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...