ქალის შიშველი, ლამაზი მკერდი ყოველთვის აღფრთოვანებას იწვევდა. უმოწყალოდ ცრუობს, ვინც ამტკიცებს, რომ მანდილოსნის მოხდენილი მკერდის დანახვისას გულგრილია. ფსიქოლოგები და სექსოპათოლოგები დიდი ხანია დაინტერესდნენ, არსებობს თუ არა რაიმე კავშირი ქალის მკერდის ფორმას, ხასიათსა და სექსუალურ მიდრეკილებებს შორის? გამოკვლევის შედეგად გამოყვეს ქალის მკერდის 6 ტიპი და გამოავლინეს ხასიათისა და სექსუალურობის შესაბამისი თავისებურებები.

ყველაზე გავრცელებული წვეთის ფორმის მკერდია. ასეთი მკერდის მქონე ქალები ხშირად მამაკაცებზე მცდარ შტაბეჭდილებებს ახდენენ და თავს წარმოაჩენენ უსუსურ, დაუცველ არსებებად. გარშემომყოფებს უქმნიან შთაბეჭდილებას, თითქოს მუდმივ მზრუნველობას და დაცვას საჭიროებენ. ეს ყველაფერი არ დაიჯეროთ, თორემ ძალიან ინანებთ, რადგან ასეთი მკერდის პატრონებს საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა აქვთ და პარტნიორთანაც კატა-თაგვობანას თამაში უყვართ. სასიყვარულო ურთიერთობებში კი თავს მართლა დაგაკარგვინებენ. არაფერს იშურებენ, რომ პარტნიორზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინონ.

loading...

ასევე გავრცელებულია მრგვალი და დახვეწილი მკერდი, რომელსაც მეცნიერები მკერდის ბერძნულ ფორმას უწოდებენ. ასეთი კვერდი მკვრივია და მაგარი. ტყუილად კი არ ამკობდნენ ასეთი მკერდით ბიუსტებს ძველი ბერძნები ოლიმპის ბინადარ ქალღმერთებს. თუმცა ასეთი მკერდის მქონე ქალებთან საჭიროა სიფრთხილის გამოჩენა. მათი უმრავლესობა პატივმოყვარე და ჭირვეულია. ისინი დროთა განმავლობაში საშინელი ეჭვიანები და მომაბეზრებლები ხდებიან.

მკერდის მესამე ფორმა შეიძლება ლიმონს შევადაროთ. ლიმნისებურმკერდიანი ქალები სიცოცხლით აღსავსენი, კარგი ხასიათისანი არიან. მათთან ურთიერთობა ყველას სიამოვნებს, აქვთ მოჭარბებული იუმორი. მოუხედავად სხეულის სილამაზისა, ასეთი მკერდის მქონე ქალბატონებს მამაკაცური, ძლიერი ხასიათი აქვთ და ძალიან უყვართ, როცა მათი მკერდი  ყურადრებას იქცევს.

მკერდის მეოთხე ფორმას ვარდის კოკორს ადარებენ და მას ქალწულისებურსაც უწოდებენ. მართლაც, ასეთი მკერდის მქონე ქალები დიდხანს ინარჩუნებენ ახალგაზრდულ გარეგნობას და სულს. ისინი შესაფერის პარტნიორსა და თავგადასავლებს ეძებენ. თუ მამაკაცმა გამოიწვია, სოცრად სწრაფად დაჰყვებიან მის ნებას და სიამოვნებასაც მიანიჭებენ.

დიდ, ფუმფულა, ოვალურ მკერდს ხშორად ანანასს ადარებენ. ასეთი მკერდის მქონე მანდილოსნები ინტელექტუალურები არიან და დიდი დაკვირვებით ირჩევენ პარტნიორს. ისინი არიან რომანტიულები და ლამაზ სიყვარულს ეძებენ. როცა საყვარელ მამაკაცს იპოვიან, მის მიმართ პატივისცემითა და ერთგულებით გამოირჩევიან. მზად არიან კომპრომისებზეც წავიდნენ _ ბევრი ნაკლი და ცოდვა აპატიონ, უღონდ ლამაზი სიყვარული არ დაკარგონ.

მკერდის მეექვსე ფორმა შეიძლება გრეიფრუტს შევადარით. ასეთი მკერდის მქონე ქალებს რატომღაც ყველა სექსბომბს ადარებს. მკერდის ეს ფორმა და ზომა მამაკაცებს აღაგზნებთ. სინამდვილეში, ასეთი ქალები ძალიან მორცხვები არიან. მხიარულ და ხმაურიან კამპანიებს სახლში ჯდომა ურჩევნიათ და უხარიათ, როცა გვერდით მშვიდი და გაწონასწორებული პარტნიორი ჰყავთ. უყვართ პარტნიორის ბავშვივით მოფერება და განებივრება.

თუმცა, როგორც ძველი ბერძნები იტყოდნენ, ყველა თავად ირჩევს რელიგიას, ცხოვრების გზას და ქალს. არჩევანი თქვენზეა.  


დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

loading...