ახალქალაქს პარლამენტში წარმომადგენელი პროპორციული პარტიული სიითაც ეყოლება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილმა ახალქალაქის მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა, სადაც ახალქალაქისა და ნინოწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ენზელ მკოიანი წარადგინა. პრემიერმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო მრავალეროვანი, მრვალკულტურული ქვეყანაა, რაც ქვეყნის სიმდიდრეა და მთავრობა თითოეული მოქალაქის ინტერესების დასაცავად ყველაფერს გააკეთებს.

14101786_1067949973295027_1837635513_n

.

14111832_1067949969961694_793148687_n

.

14111838_1067949966628361_282696572_n

გიორგი კვირიკაშვილმა მოსახლეობასთან შეხვედრისას გასული ოთხი წლის განმავლობაში განხორციელებულ ცვლილებებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ 2011 წლის შემოდგომიდან, როდესაც ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა განცხადება, პოლიტიკური პარტიის შექმნის შესახებ, ქართველ ხალხთან ერთად, პოლიტიკურ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი გარდატეხა მოხდა – მოქალაქეები სახელმწიფო აპარატის წნეხისგან გათავისუფლდნენ, საქართველოში დღეს არის თვისობრივად განსხვავებული, გაცილებით თავისუფალი წინასაარჩევნო კამპანია და თავისუფალი მედია. პრემიერის შეფასებით, გადაიჭრა ჯანდაცვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პრობლემა, ბიზნესი აბსოლუტურად თავისუფალია სახელმწიფო აპარატის ზეწოლისგან, სოფლის მეურნეობის წახალისებისთვის მრავალი სახელმწიფო პროგრამა არსებობს და ასევე, გატარდა გონივრული საგარეო პოლიტიკა. „ერთის მხრივ, ჩვენ ვრჩებით დასავლური კურსის ერთგულნი, ხოლო მეორეს მხრივ, ვცდილობთ, მოვაგვაროთ ურთიერთობები მეზობლებთან, განსაკუთრებით მხედველობაში მყავს რუსეთი. არანაირი კომპრომისი არ იქნება ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის საკითხებში, მაგრამ საქართველოს სჭირდება ნორმალური ურთიერთობები ყველა მეზობელთან. ჩვენ, გასული 4 წლის განმავლობაში შევძელით და გავხსენით ვაჭრობა რუსეთთან და დღეს ისევ ჩამოდიან ტურისტები რუსეთიდან. ამან ჩვენ საშუალება მოგვცა, შეგვემცირებინა დაძაბულობა. ეს ყველაფერი ქმნის შესაძლებლობას, დავგეგმოთ ჩვენი სტაბილური განვითარების მომავალი ოთხი წელი“, – განაცხადა პრემიერმა. მმართველი პოლიტიკური პარტიის თავმჯდომარემ ისაუბრა იმ მნიშვნელოვან პროექტებზეც, რომელიც რეგიონში ენზელ მკოიანთან ერთად განხორციელდა – მათ შორისაა ირიგაციისა და სოფლების გაზიფიცირების, ასევე, ინფრასტრუქტურული პროექტები და მთის კანონის მიღება. „მთის კანონი ახალქალაქისა და ნინოწმინდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან მისი მეშვეობით, პედაგოგებს, ექიმებს, ექთნებს და კერძო სექტორის წარმომადგენლებს განსაკუთრებული შეღავათები ეძლევათ“, – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.


დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...