ხშირია შემთხვევები, როდესაც ორი სრულიად სხვადასხვა, პიროვნულად შესამჩნევლად შეუსაბამო ადამიანები აბამენ სერიოზულ ურთიერთობას ერთმანეთთან. თუმცა როდესაც უკვე საქმე ძალიან შორს არის წასული და ზოგჯერ  საერთო ოჯახებიც აქვთ შექმნილი, ხვდებიან, რომ ერთმანეთისაგან ძალიან განსხვავებული ინტერესები და ხედვები გააჩნიათ. უმეტესად ასეთი ოჯახები, იქმნება ერთ-ერთის თავდაუზოგავი მონდომებით, ამ დროს ის არ აქცევს არც ერთ ხელისშემშლელ საკითხს ყურადღებას და  საბოლოო შედეგები, თითქმის ყოველთვის, სავალალოა.  ამიტომ საჭიროა, დასაწყისშივე ყურადღება მიექცეს პოტენციური პარტნიორის დამოკიდებულებას.

  1. როდესაც ქალი მზერას არ გისწორებთ.

როდესაც ქალს არ აინტერესებს კონკრეტული მამაკაცის საზოგადოება, იგი ცდილობს ეს არ აგრძნობინოს მას. მართალია, ყურადღებით გისმენთ, მაგრამ მზერას სხვა მიმართულებით წარმართავს. თუ თქვენი სასურველი ქალი გამვლელ-გამოვლელს რეპლიკებსაც ესვრის, ჩათვალეთ, რომ თქვენ მისთვის ნამდვილად არ ხართ საინტერესო.

2. თუ თქვენთან ლაპარაკი არ უყვარს.

არ არსებობს ქალი, რომელსაც ლაპარაკი არ უყვარს. თუ ატყობთ, რომ საუბრისას მისი რეაქცია შემოიფარგლება  მხოლოდ სიტყვებით – დიახ და არა, თან ამავდროულად არ აქვს შემხვედრი კითხვები, ე.ი. არ აინტერესებთ. ასევე ყურადღება გაამახვილეთ მიმიკებზე. თუ თქვენთვის საინტერესო ქალი საუბრისას ხელებს გულზე ჯვარედინად იწყობს, ან თამაშობს თმებით ე.ი. მისთვის მოსაწყენი ხართ. თუ ქალმა მაგიდაზე თითების თამაში დაიწყო, ეს ნიშნავს იმას, რომ უკვე მობეზრდით და თუ დროზე არ წახვედით, არავინ იცის რით დასრულდება თქვენი შეხვედრა.

3. თუ ქალი გეუბნებათ, რომ სხვას ელოდება.

თუ ქალი ხშირად იყურება საათზე, არემარეს ხშირად ათვალიერებს, დარწმუნებული იყავით, რომ ასეთ ქალთან ნაცნობობას სერიოზულ ურთიერთობაში ვერ გადაზრდით.

4. საუბარში ხშირად ახსენებს სხვა მამაკაცებს.

ქალს შეუძლია გითხრათ, რომ მას ბევრი მამაკაცი მეგობარი ჰყავს, ან თქვენთან რაღაცნაირად მის ყოფილ მამაკაცს ახსენებთ, ან უბრალოდ საუბარს იწყებს იმ ტიპის მამაკაცებზე, რომლებიც მოსწონს. ასეთ შემთხვევაში, თითქმის ყოველთვის, მისთვის იდეალური მამაკაცი თქვენი პიროვნებისაგან რადიკალურად განსხვავდება.

5. მამაკაცის ნაკლოვანებებზე, როდესაც საუბრობს.

თუ ქალი თქვენთან საუბარში მკაფიოდ აყალიბებს აზრს მამაკაცების შესახებ და ამბობს რა არ მოსწონს – მაგალითად : როდესაც მამაკაცი მასზე დაბალია, ან ასაკით უფროსი, ან არა აქვს მუდმივი სამუშაო ადგილი.  როცა ქალს არ სურს, თქვენთან მუდმივი ურთიერთობა, ის ამ სიაში თქვენს ნაკლოვანებებსაც შეიტანს.


დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

loading...