გოგონებს ყოველთვის მოსწონდათ ცუდი ბიჭები, მაგრამ იმ ცუდი ბიჭებამდე, რომლებსაც დღეს ეკრანებზე ვხედავთ, ევროპაში იყო ერთი ძალიან ჭკვიანი და ამავე დროს ძალიან ცუდი ბიჭი, რომელზეც დღეს გიამბობთ. გიამბობთ პიროვნებაზე, რომლის სახელმაც წლებს გაუძლო, ბიჭები კი, როცა მათ „კაზანოვას“ უწოდებენ, ამას კომპლიმენტად იღებენ.
მაგრამ „კაზანოვა“ არ არის მხოლოდ ფლირტის მოყვარულთა ეპითეტი, ეს არის მამაკაცურობის და გაბედულობის სინონიმი, რადგან თავად ჯაკომო სიცოცხლეში იყო უაღრესად განათლებული, მამაცი, ჯარისკაცი, ჯაშუში, ძებნილი, მუსიკოსი, ბიბლიოთეკარი, ჯადოქარი, საყვარელი და უბრალოდ მამაკაცი.
.
kaz
.
ახლა კი რამდენიმე ფაქტი ამოუცნობი ჯაკომო კაზანოვას შესახებ. თურმე ჯაკომო დღეში 60 მოლუსკს ჭამდა, რაც მისთვის საწვავი იყო, რადგან უმი მოლუსკი შეიცავს დიდი რაოდენობით ალუმინს, რკინას და დოფამინს. ასე იყო თუ ისე, ჯაკომო ამბობდა, რომ მისთვის ყველაზე გემრიელი დელიკატესი იყო ქალი. და ვინ წარმოიდგენდა, რომ ქალების მუსუსი კაზანოვა ასე ახლოს იქნებოდა კონტრაცეპტივებთან. ის იყენებდა ლიმონის კანს, როგორც ქუდებს, ეს მერე, როცა მედიცინა და ტექნოლოგიები განვითარდა ცნობილი გახდა, რომ ლიმონის წვენი მამაკაცის სპერმას უსიცოცხლოს ხდის და წვენი კი ვენერიული დაავადებების წინააღმდეგ სამკურნალოა. თავად ჯაკომომ ეს არ იცოდა და ვერც გაიგო. მან ლიმონის გამოყენებამდე აიკიდა ვენერიული დაავადებების მთელი თაიგული, რამაც სამარეში ჩააწვინა კიდეც.
კაზანოვა ოკულტიზმით იყო გატაცებული. გატაცება ჯერ კიდევ 8 წლის ასაკში დაეწყო, როცა ექიმბაშმა, ან შეიძლება ნამდვილმა ჯადოქარმა ის ცხვირიდან სისხლდენისგან განკურნა. 1755 წელს კაზანოვა ჯადოქრობისთვის დაიჭირეს და ციხეში ჩასვეს, უფრო სწორად ის ახდენდა ჯადოქრობის დემონსტრირებას და აჩვენებდა ილეტებს, მაგრამ მაშინ ეს ყველაფერი ნამდვილი ჯადოქრობის ტოლფასი იყო. მოსამართლეები არ იყვნენ მის მიმართ სიმპატიით განწყობილები და მიუსაჯეს დოჟების ციხეში პატიმრობა. ჯაკომოს 5 წელი მიესაჯა, მაგრამ აქაც გაუმართლდა. თანამესაკნის და რკინის იარაღის დახმარებით, კედელში გააკეთა ხვრელი, საიდანაც ღამით გაძვრა და ნავით სიბნელეში გაუჩინარდა.
.
kazan
.
კაზანოვა მხოლოდ ფლეიბოი არ იყო, ის გამორჩეული მოთამაშეც გახლდათ. 1757 წელს მან საფრანგეთის მეფეს ლუდოვიკო XV-ს შესთავაზა ჩაეტარებინა ლატარია და სამხედრო აკადემიის ასაშენებლად თანხა შეეგროვებინა. გაამართლა. პრიმიტიულმა ლატარეამ შეძლო თანხის შეგროვება, თავად კაზანოვამ შეგროვილი თანხის პროცენტი მიიღო, რამაც ის მილიონერებს გაუტოლა. სხვათაშორის ეს ლატარეა საფრანგეთში დღემდე არსებობს და ეროვნული ლატარეა ჰქვია (Loterie Nationale).
.
kaz2
.
ახლა კი ყველაზე საინტერესო, კაზანოვა, მიუხედავად იმისა, რომ უპირატესობას ანიჭებდა ქალებს, უყოყმანოდ იყოფდა სარეცელს მამაკაცებთანაც. დიახ, კაზანოვა ბისექსუალი იყო. დადასტურებულია, რომ მას 4 მამაკაცი ჰყავდა, მაგრამ შესაძლებელია მათი რიცხვი მეტიც იყო. ფაქტებით დადასტურებულია, რომ ერთი მათგანი იყო კამილი, რომელიც კაზანოვამ ციხეში გაიცნო, ცნობილია მისი რომანი ვინმე ისმაილთან, რომელიც კონსტანტინეპოლში მოგზაურობისას გაიცნო, მისი მამაკაცებიდან ასევე ცნობილია  ლეიტენანტი ლუნინი. მასთან რომანი სანკტ-პეტერბურგში გააბა.
როგორც ამბობენ, კაზანოვას ურთიერთობა 116 ქალთან ჰქონდა, თუმცა თავად ამბობდა, რომ ეს რიცხვი გაცილებით დიდი იყო, ასე რომ, შესაძლებელია მისი მამაკაცების რიცხვიც ცნობილზე მეტი ყოფილიყო.
.
kaz3
.
კაზანოვა იყო რენესანსის პერიოდის განსახიერება, თამამი, მწერალი, ბასრსიტყვიანი, საყვარელი…ისტორია მრავალ მგზნებარე საყვარელს იცნობს, მაგრამ კაზანოვა საინტერესოა იმით, რომ ის ისე, როგორც არავინ მდიდრულ ცხოვრებას ეწეოდა, რასაც ჰქვია სიმდიდრეში ბანაობდა. კაზანოვას სიკვდილიდან 200 წელზე მეტი გავიდა, მაგრამ ის დღესაც რჩება როგორც მითიური პერსონაჟი, რომელსაც ნახევარი მზერით შეეძლო თავბრუ დაეხვია ქალისთვის, ის ყოველთვის მზად იყო თავგანწირვისთვის.
СolorsLife

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...