უკრაინაში მოღვაწე ქართული ლეგიონის მეთაურის, მამუკა მამულაშვილის განცხადებას, ყარაბაღისთვის ბრძოლებში  აზერბაიჯანის მხარდასაჭერად მებრძოლთა გაგზავნის თაობაზე , აფხაზეთის ომის ვეტერანი  გამოეხმაურა:

“ძმაკაცი მყავდა “ავღანა” ერქვა, გარდაიცვალა ცოტა ხნის წინ… ომი არ გამოუტოვებია საქართველოს დასაცავად სამაჩაბლო იყო თუ აფხაზეთი, კაცს არ გაუგია(მათ შორის ბევრ შინაურსაც) და ეხლა ვიტყვი პირველად, როცა აქ აღარ იყო ბრძოლები, ყარაბახში მიდიოდა და იქ იბძოდა ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე (მხარეს არც ეხლა არ დავაკონკრეტებ) აზრადაც არ მოსვლია როდესმე კამერების წინ დაეფიქსირებინა, რომ საქართველოს მოქალაქე სხვა ქვეყანაში იბძოდა…..მიუხედავად აკადემიური დიპლომების უქონლობისა , კარგად ესმოდა  ეს პრობლემას შეუქმნის ჩემ ქვეყანასო….

ის უკრაინაში ჩაბუდებული “პეტრიოტები” ტელეკამერების წინ მებრძოლები ღმერთმა კარგად ამყოფოთ, მაგრამ დეკლარაციებით მებრძოლების ცოტა არა მწამს. გინდა აზერბაიჯანის გინდ სომხეთის მხარეს მიბრძანდით ბატონებო, მაგრამ ყველა საინფორმაციო საშუალებაში ეს რომ არ გააჟღეროთ და თან ეს საქართველოს დროშის ფონზე არ აკეთოთ აჯობებდა……რატომღაც მგონი. აი საქართველოში, რომ არეულობა და სისხლი გინდათ, რაიმე სახით ომში ჩათრევა ეს უკვე აღარ მგონია- ეს ზუსტად ჩანს თქვენ პოზიორობაში …… ისე იმ ოდესელ  ***-ს დაბრუნებაში ეგ მაინც არ უშველის თუ დამიჯერებთ)“-წერს ვეტერანი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

.

regnum_picture_145975457961459_big

უკრაინაში მცხოვრები მამუკა მამულაშვილი აცხადებს, რომ მზადაა ქართული ლეგიონიდან მაღალკვალიფიციური კადრები აზერბაიჯანის დასახმარებლად გაგზავნოს. 

გამოქვეყნებულ სტატუსს ფეიბუქმომხმარებლების გამოხმაურება მოჰყვა. ბევრმა მოიგონა ემიგრაციაში ცოტა ხნის წინ გარდაცვლილი  “ავღანა”-დავით ნინიაშვილი,  რომელსაც სოციალურ ქსელში დავით ბარნაველსკის სახელით იცნობდნენ.  როგორც ერთ-ერთმა მათგანმა, აფხაზეთის და სამაჩაბლოს ომების ვეტერანმა  მიხეილ ცილიკიშვილმა აღნიშნა, ამ დრომდე მიმდინარეობს მოლაპარაკებები “ავღანას ”  საქართველოში გადმოსვენების თაობაზე. “იქნებ რამე მოვახერხოთ”-წერს კომენტარებში ცილიკიშვილი.

“ფოსტალიონი” დაინტერესდა ამ საკითხით და მიხეილ ცილიკიშვილისგან დეტალები დააზუსტა. როგორც გაირკვა, დავით ნინიკაშივილის ცხედრის საქართველოში გადმოსვენებაზე  ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურმა შუამდგომლობისთვის საგარეო საქმეთა სამინისტროს უკვე მიმართა, თუმცა მდგომარეობას ართულებს ის, რომ გარდაცვლილი ვეტერანი ჰოლანდიის მოქალაქე იყო. “თანხების პრობლემა არ დგას, პრობლემა ისაა, რომ იქაური მოქალაქე იყო, თუმცა ჩვენ მაინც ვცდილობთ”-გვითხრა ცილიკიშვილმა.

.

ავღანა

მიხეილ ცილიკიშვილი ავღანასთან ერთად.


დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...