7 აპრილს, ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში მომღერალ თემურ თათარაშვილის კონცერტზე მაყურებლის ტევა არ იყო.  ცნობილია, რომ კონცერტის ჩასატარებლად კულტურის სამინისტრომ ფინანსების გამოყოფაზე უარი განაცხადა, თუმცა  კულტურის პალატის ხელმძღვანელის, დავით ოქიტაშვილის და  თბილისის მერიის ხელშეწყობით ულამაზესი საღამო მაინც შედგა.

ამ ფაქტს ხათუნა ხოფერია სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე კონცერტის შემდეგ, კულისებში გადაღებულ ფოტო გამოაქვეყნა.

“მადლობა თემოს!!!! მადლობა ოქიტას!!!

საოცარი საღამო იყო. სიყვარულით, ემოციებით,მოგონებებით სავსე!!!
ნიჭს და ხალხის სიყვარულს სამინისტროს დახმარება ნამდვილად არ სჭირდება!!!
დიახ!!!))))))))))))))))))”-წერს ხოფერია. 

“ფოსტალიონის” ინფორმაციით, კონცერტზე დასასწრები მოსაწვევები კულტურის სამინისტროშიც გაიგზავნა, სამინისტროდან კონცერტს ყველა დაესწრო, გარდა მინისტრისა.

11


დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...