საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო სოციალური ქსელის მომხმარებლის, სულხან წულაძის  დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

“აშშ-ის საელჩო აფასებს, თუ როგორი სერიოზულობით მოეკიდა საქართველოს ხელისუფლება – მათ შორის მთავარი პროკურორის ოფისი, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური, საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამსახური და შინაგან საქმეთა სამინისტრო – ელჩ კელის წინააღმდეგ მიმართულ მუქარას.

საერთაშორისო შეთანხმებებით დაცული პირის წინააღმდეგ მუქარის საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება. ამიტომ აშშ-ის საელჩოს დამატებითი კომენტარის გაკეთება არ შეუძლია”,-ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

დღეს ცნობილი გახდა, რომ “თბილისის ფორუმის” ერთ-ერთ მომხმარებელს, სულხან წულაძეს, ამერიკის ელჩის მისამართით ინტერნეტფორუმზე გამოქვეყნებული განცხადების გამო  სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

ამასთან, როგორც დაკავებულის  ძმა აცხადებს,  სულხან წულაძემ ინერნეტფორუმზე ”სახუმარო თემა” შექმნა და დაწერა, რომ გეგმავდა აშშ-ის ელჩის და საელჩოს წინააღმდეგ ტერაქტს, რის შემდეგაც დააკავეს. მისივე განმარტებით, ეს მხოლოდ ხუმრობა იყო.

სულხან წულაძე მრავალი წელია , სოციალური  ქსელის, “თბილისის ფორუმის” აქტიური მომხმარებელია. ის ფორუმზე დარეგისტრირებულია ნიკით “სპლიყვი”.

km

 

ფორუმელი “სპლიყვი” ცნობილია თავისი სახუმარო თემებით , რომელსაც სერიოზულად ამ დრომდე არავინ აღიქვამდა. “თბილისის ფორუმის” მომხმარებლები დარწმუნებული არიან, რომ “სპლიყვი” საკუთარი ტროლინგის მსხვერპლი გახდა და პეტიციაზე ხელმოწერებს აგროვებენ მისი გათავისუფლების მოთხოვნით. ასევე იგეგმება აქციის გამართვა. ფორუმელთაგან ბევრს ჯერ კიდევ არ სჯერა წულაძის დაკავების ფაქტი და სპლიყვის მიერ გავრცელებული მორიგი ხუმრობა ჰგონია.

.

tot

.

tru

 


დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...