თეა წულუკიანის მიერ მთავარი პროკურორობის კანდიდატად დასახელების შემდეგ, ნანა რევაზიშვილი 2030-თან სატელეფონო საუბარში აცხადებს, რომ წარდგენილი ორი კანდიდატი საკმაოდ სერიოზული კონკურენტია. „ საკმაოდ სერიოზული კანდიდატებია დასახელებული, სერიოზული კონკურენტები მყავს. ვფიქრობ სერიოზული რეფორმები და ცვლილებებია საჭირო საქართველოს პროკურატურაში“. შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა საპროკურორო საბჭოს მთავარი პროკურორობის კანდიდატებად ვლადიმერ გაბრიჩიძე, ნანა რევაზიშვილი და ირაკლი შოთაძე წარუდგინა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...