ხაკერების ანონიმურმა ჯგუფმა გამოაქვეყნა მასალები ისლამური სახელმწიფოს მიერ 5 ქვეყანაში დაგეგმილ ტერაქტებზე. მასალების თანახმად, ისლამური სახელმწიფო ტერაქტების მოწყობას პარიზის გარდა აპირებს აშშ-ში, ინდონეზიაში, იტალიაში და ლიბანში. როგორც სააგენტო  Joinfo.ua  იტყობინება,  ანონიმების ჯგუფმა  განაცხადა, რომ ეს ინფორმაცია გაიგო პარიზის ტერაქტებიდან ერთი კვირის შემდეგ. მასალების მიხედვით, ისლამური სახელმწიფო აპირებს განახორციელოს ტერაქტები რამდენიმე ადგილას _ საფრანგეთის დედაქალაქში, შეერთებულ შტატებში _ ქალაქ ატლანტაში, იტალიაში _ ქალაქ მილანში, ლიბანის უნივერსიტეტში. ჰაკერი ანონიმების ჯგუფის თქმით, მათი მიზანია, ხალხს აცნობოს მოსალოდნელი საფრთხის შესახებ, ასევე აჩვენონ ისლამურ სახელმწიფოს, რომ მსოფლიომ იცის მათი მოსალოდნელი თავდასხმების შესახებ.

წყარო

 


დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...