ჰააგის სასამართლოს პროკურორის განცხადებას-„ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ 2008 წლის აგვისტოში საქართველოში სამხედრო დანაშაულია ჩადენილი“ ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია „2013“-თან სტუმრობისას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ეს საკითხი ძალიან რთული და სპეციფიურია. მისივე თქმით პროცედურა აგვისტოს ომის დასრულების შემდეგ დაიწყო, მაშინ, როცა ევროპის საბჭომ სპეციალური რეზოლუცია მიიღო და მასალები ჰააგის სასამართლოში გადაგზავნა.
  „ჩვენ უნდა დაველოდოთ მოვლენებს, სასამართლოსთან თანამშრომლობა მიმდინარეობს, იქ ცოტა ხნის წინ იუსტიციის მინისტრი იყო ჩასული, პროცედურაბი დეტალურად არის გაწერილი საერთაშორისო აქტში და ჩვენ ამ პროცედურებს მივყვებით. იმედი მაქვს საკითხი იმგვარად გადაწყდება, რომ ჩვენი ქვეყნის ინტერესები იქნება დაცული. ზიანი, რომელიც ქვეყანას მიადგა და პრაქტიკულად აუნაზღაურებელია, სამართლებრივად უნდა გამოსწორდეს“-განაცხადა ბესელიამ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...