პარლამენტის წინ, „რუსთავი 2“-ის მხარდამჭერ აქციაზე დაპირისპირება მოხდა. აქციის მონაწილეების თქმით, მედიაზე ზეწოლა უნდა შეწყდეს. აღნიშნულმა მოწოდებებმა დეპუტატების ნაწილი გააღიზიანა. მათ შორის იყო დავით ლორთქიფანიძე. მასსა და აქციის მონაწილეებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, კერძოდ, ინციდენტი მაშინ მოხდა, როცა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ლორთქიფანიძის მიმართულებით მეგაფონი ისროლა. დეპუტატი ამბობს, რომ მას პიჯაკი შემოახიეს და სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლებს ჩვენებას აძლევს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...