ფეისბუქის დამაარსებელი მარკ ცუკერბერგი და მისი მეუღლე პრისცილა ოჯახის ახალ წევრს ელოდებიან. მათ მალე ქალიშვილი შეეძინებათ. ამის შესახებ მეგობრებს ცუკერბერგმა ფეისბუქის საკუთარი გვერდიდან 31 ივლისს შეატყობინა.

“ცილა და ჩვენი ბავშვი ჯანმრთელად არიან, მე აღელვებული ვარ. ექოსკოპიის დროს პატარამ ხელით “ლაიქი” მაჩვენა და მე მივხვდი, რომ ის ჩემს კვალს გაყვება”-წერს ცუკერბერგი.

loading...

წყვილს წლებია ბავშვი არ ჰყავს. პრისცილას მუცელი რამდენჯერმე მოეშალა. “ჩვენი ახალი ამბავი კარგი იმითაა, რომ ორსულობა უკვე დიდი ხანია მიმდინარეობს, ბავშვის დაკარგვის რისკი მინიმალურია და ჩვენ იმედებით სავსე ვართ”-გამოტყდა სოცილური ქსელის დამაარსებელი.

31 წლის მარკ ცუკერბერგი ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია. 2012 წელს ის თავის ძველ მეგობარზე, პრისცილაზე დაქორწინდა. მეუღლე წარმოშობით ჩინელია და მედიცინაში სადოქტორო ხარისხს ფლობს.

 


დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

loading...