ჯანდაცვის სამინისტროს შრომის მონიტორები სახელმწიფო ორგანიზაციების და კერძო კომპანიების შემოწმებას განაგრძობენ. მონიტორინგის შედეგად 30-ზე მეტ კომპანიაში დარღვევები უკვე აღმოაჩინეს, კერძოდ საუბარია პერსონალური დამცავი აღჭურვილობის არ ქონაზე, ხანძარსაწინააღმდეგო სისტემის გაუმართობაზე, ევაკუაციის გეგმის არ არსებობასა და სავენტილაციო სისტემის გაუმართაობაზე. მონიტორინგის მიზანი შრომითი პირობების თანამედროვე სტანდარტებთან მიახლოებაა.

ჯანდაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების დეპარტამენტის უფროსმა ელზა ჯგერენაიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე იმ დარღვევებსა და რეკომენდაციებზე ისაუბრა, რომლებიც შრომის მონიტორებმა გასცეს. საგანგებოდ მომზადებული შრომითი მონიტორები შემოწმებებს სამედიცინო დაწესებულებებშიც განახორციელებენ. პირველი იანვრიდან შრომითი მონიტორების შესვლა კომპანიებში სავალდებულო გახდება და დარღვევების შემთხვევაში კონკრეტული სანქციებიც დაწესდება. ცნობილი გახდა ისიც, რომ წლის ბოლომდე 150-ზე მეტი კომპანია შემოწმდება.


დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...